პროგრამის მიზნები

სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტი ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად დარგში. პროგრამამ უნდა დააკმაყოფილოს საქართველოს შრომითი ბაზრის მწვავე დეფიციტი საქმიანობაზე, რომელიც მოითხოვს ელექტრული da ელექტრონული ინჟინერიის მაგისტრის კვალიფიკაციას, და შექმნას საფუძველი მესამე (დოქტორანტურა) საგანმანათლებლო საფეხურების კვალიფიკაციების მქონე სპეციალისტების მოსამზადებლად.

საბაკალავრო პროგრამის მიზანია, გამოუმუშავოს სტუდენტებს:
  • ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის თეორიული საფუძვლების ღრმა ცოდნა და გამოყენება პრაქტიკაში. კურსდამთავრებულებმა უნდა იცოდნენ ელექტრონული ინჟინერიის თეორიული საფუძვლები. დისციპლინის ფუნდამენტური საინჟინრო პრინციპების გამოყენებით უნდა შეეძლოთ შესაბამისი საინჟინრო პრობლემების ამოხსნა. უნდა შეეძლოთ ახალი იდეების გამომუშავება.
  • ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის თანამდეროვე მეთოდებისა და ექსპერიმენტალური თუ თეორიული (კომპიუტერული) ტექნოლოგიების ცოდნა. კურსდამთავრებულს უნდა ქონდეს პრაქტიკული ან ტექნოლოგიური პრობლემის გადაჭრის თანამედროვე მეთოდების ცოდნა, უნდა შეეძლოს პრობლემის გადაჭრის ორიგინალური გზების მონახვა.
  • ანალიზისა და დასკვნის გაკეთების უნარი. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია სწრაფად განვითარებადი, ხვალინდელი დღის გამოყენებით-მეცნიერული დარგია, რომელშიც ამოცანები/პროექტები, როგორც წესი, ისმება არასრული ინფორმაციის პირობებში. კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს არასრული ინფორმაციის ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე მიიღოს საპასუხისმგებლო გადაყწვეტილებები. უნდა შეძოს დასკვნების გაკეთება და მათი კომუნიკაცია როგორც პროფესიონალებთან, ასევე არაპროფესიონალებთან.
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
სამაგისტრო განათლების სასტარტო დონეა საბაკალავრო უმაღლესი განათლება, სასურველია ერთ-ერთი შემდეგი სპეციალობით:
  • ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
  • ფიზიკა
  • გამოყენებითი მათემატიკა, მათემატიკა, მექანიკა-მათემატიკა, ინფორმატიკა, მართვის სისტემები, კომპიუტერული მეცნიერებები
  • ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია
კონკურსანტების მაგისტრატურაში ჩარიცხვა განცორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისა და შიდა საკონკურსო გამოცდების საფუძველზე.