დასაქმების სფეროები

ელექტრული და ელექტრონული საინჟინრო სპეციალობა ძალზე დინამიური და მრავალფეროვანი პროფესიაა.

საქართველოში პროფესიული მოღვაწეობის მაგალითებია:

1. ტელესაკომუნიკაციო კომპანიები საქართველოში, როგორიცაა: მაგთიკომი, ჯეოსელი, ბილაინი
2. საინჟინრო დარგში პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანიები საქართველოში: EMCoS, Alta, Azri, სხვა.
3. ინდუსტრიული წარმოება, სამხედრო ორგანიზაციები, სანავიგაციო სამსახურები, აეროპორტები და სხვა დაწესებულებები, სადაც ხდება პროცესების მართვა და კონტროლი
4. კვლევითი ინსტიტუტები
5. საერთაშორისო საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოში


სწავლის გაგრძელების პერსპექტივები

1. მაგისტრატურა საინჟინრო მიმართულებით (ჩვენს დეპარტამენტში არის ძალზე თანამედროვე და ფუნდამენტალური სამაგისტრო კურსი). სწავლის საფასური: სახელმწიფო გრანტის შემთხევაში უფასოდ
2. მათთვის, ვისაც სურს საინჟინრო ცოდნის ბიზნესში გამოყენება, სასურველია მაგისტრატურა ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრაციის, მარკეტინგის მიმართულებით (კერძო უნივერსიტეტებში ფასები მაღალია)
3. მაგისტრატურა გერმანიაში (სწავლების საფასური დაახლოებით 1000 ევრო წელიწადში)
4. მაგისტრატურა ამერიკაში (ზოგადად ძალიან ძვირია, მაგ. 50000 დოლარი წელიწადში, მაგრამ არსებონს სპეციალური პროგრამები, სადაც ამ თანხას გადაიხდის გრანტი და თან სტიპენდიაც არის დაახლოებით 800 დოლარი)
5. დოქტორანტურა საქართველოში
6. დოქტორანტურა ამერიკაში (გერმანიაში დოქტორანტურაში უფრო რეალურია მაგისტრატურიდან მოხვედრა)