ინსტიტუტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

ზუსტ და საბუმებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2012 წლის 16 აპრილის სხდომაზე (ოქმი #1), ფაკულტეტის დებულების თანახმად, დამტკიცდა სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული - "ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ინსტიტუტი".

ინსტიტუტის საქმიანობის სფეროებს განეკუთვნება:
  • სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების, ახალი ტექნოლოგიების შექმნა და დანერგვა, საინჟინრო ხასიათის მუშაობების წარმოება, აგრეთვე საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება.
  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ჩართული სტუდენტების და სადოქტორო პროგრამებში ჩართული დოქტორანტების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი მონაწილეობის ხელშეწყობა.

ინსტიტუტის ძირითადი ამოცანებია:
  • ახალი ტექნოლოგიების შექმნის მიზნით აწარმოოს სამეცნიერო და სამეცნიერო–საინჟინრო კვლვები.
  • შექმნას ახალი და გააფართოვოს არსებული კონტაქტები კვლევით და ინდუსტრიულ პარტნიორებთან, სახელმწიფო სამეცნიერო–კვლევით და სასწავლო ინსტიტუტებთან და სააგენტოებთან, მოიზიდოს გრანტები და გააფორმოს კონტრაქტები
  • პუბლიკაციების გზით მოახდინოს საკუთარი მიღწევების, დარგში არსებული თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებისა და ახალი ტექნოლოგიების პროპაგანდა მეცნიერო–საინჟინრო წრეებში, მოახდინოს დარგის შესაძლებლობების გაშუქება საზოგადოების ფართო ფენებისთვის. მოახდინოს ინსტიტუტის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის საქმიანობის პროპაგანდა
  • მოამზადოს მაღალკვალიფიცირებული და მოტივირებული სპეციალისტები, ღომლებსაც გააჩნიათ თანამედროვე ცოდნა ინსტიტუტის საქმიანობის დარგში.