|
|
ინსტიტუტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
ზუსტ და საბუმებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2012 წლის 16 აპრილის სხდომაზე (ოქმი #1), ფაკულტეტის დებულების თანახმად,
დამტკიცდა სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული - "ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ინსტიტუტი".
ინსტიტუტის საქმიანობის სფეროებს განეკუთვნება:
- სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების, ახალი ტექნოლოგიების შექმნა და დანერგვა, საინჟინრო ხასიათის მუშაობების წარმოება,
აგრეთვე საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება.
- საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ჩართული სტუდენტების და სადოქტორო პროგრამებში ჩართული დოქტორანტების
ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი მონაწილეობის ხელშეწყობა.
ინსტიტუტის ძირითადი ამოცანებია:
- ახალი ტექნოლოგიების შექმნის მიზნით აწარმოოს სამეცნიერო და სამეცნიერო–საინჟინრო კვლვები.
-
შექმნას ახალი და გააფართოვოს არსებული კონტაქტები კვლევით და ინდუსტრიულ პარტნიორებთან, სახელმწიფო სამეცნიერო–კვლევით და სასწავლო ინსტიტუტებთან
და სააგენტოებთან, მოიზიდოს გრანტები და გააფორმოს კონტრაქტები
-
პუბლიკაციების გზით მოახდინოს საკუთარი მიღწევების, დარგში არსებული თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებისა და ახალი ტექნოლოგიების პროპაგანდა
მეცნიერო–საინჟინრო წრეებში, მოახდინოს დარგის შესაძლებლობების გაშუქება საზოგადოების ფართო ფენებისთვის. მოახდინოს ინსტიტუტის, ფაკულტეტისა
და უნივერსიტეტის საქმიანობის პროპაგანდა
-
მოამზადოს მაღალკვალიფიცირებული და მოტივირებული სპეციალისტები, ღომლებსაც გააჩნიათ თანამედროვე ცოდნა ინსტიტუტის საქმიანობის დარგში.
|