|
|
პროგრამის მიზნები
საბაკალავრო პროგრამის მიზანია, გამოუმუშავოს სტუდენტებს:
- სისტემური შეხედულება დისციპლინაზე. სტუდენტებს უნდა შეექმნათ ზოგად-სისტემური წარმოდგენა ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიაზე, როგორც გამოყენებით-მეცნიერულ დარგზე, რომელიც მყარად ეფუძნება ფიზიკის, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა თეორიულ და ექსპერიმენტულ საფუძვლებს და ანვითარებს მათ უახლესი ელექტრონული ტექნოლოგიების პროდუქციის შექმნისა და გამოყენების გზით.
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის თეორიული ცოდნა და გამოყენება პრაქტიკაში. კურსდამთავრებულებმა უნდა იცოდნენ ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის თეორიული საფუძვლები. დისციპლინის ფუნდამენტური საინჟინრო პრინციპების გამოყენებით უნდა შეეძლოთ შესაბამისი საინჟინრო პრობლემების ამოხსნა.
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის თანამედროვე მეთოდებისა და ექსპერიმენტალური თუ თეორიული (კომპიუტერული) ტექნოლოგიების ცოდნა. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ტექნოლოგიები, მიდგომები და მეთოდები დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიური საზოგადოების ფუნქციონირების ნებისმიერ სფეროში: ავტონომიური მოზრავი ტექნიკური საშუალებები, აერო-კოსმოსური და სამხედრო აპარატები, გამზომი ხელსაწყოები, ბიოსამედიცინო აპარატურა, ქიმიური ტექნოლოგიების მართვა, სამეცნიერო კვლევითი კომპლექსები და სხვ. ყოველი ჩამოთვლილი მიმართულება სწრაფად ვითარდება, ტრანსფორმირდება, მცირდება ზომით, რთულდება და ა.შ. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ბაკალავრს უნდა შეეზლოს გაერკვეს ნებისმიერი ელექტრონული პროდუქციის პრინციპულ სქემაში, მართვის პროცესში. შეეზლოს კონკრეტული ცოდნისა და მონაცემების განზოგადება და პირიქით, კერძო საკითხის გადაწყვეტისას, ზოგადი ბაზისური ცოდნის დაკონკრეტება.
- ჯგუფურ პროექტებში მონაწილეობის უნარ-ჩვევები.
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია სწრაფად განვითარებადი, ხვალინდელი დგის გამოყენებით - მეცნიერული დარგია, სადაც ამოცანები/პროექტები, როგორც წესი, გუნდურ მუშაობას მოითხოვენ. კურსდამთავრებულებს უნდა ჰქონდეთ სამუშაოს როგორც ჰორიზონტული, ასევე ვერტიკალური ფრაგმენტირების შემთხვევაში კოორდინირებულად ფუნქციონირების უნარი, რათა მის წინაშე მდგარი კონკრეტული ამოცანა მაქსიმალურად ეფექტურად დაამუშავოს. ამავე დროს უნდა შეეძლოს ამოცანის/პროექტის ფრაგმენტის შესრულებისას სამუშაოს როგორც ერთი მთლიანის აღქმა.
- აკადემიური და პროფესიული კომპეტენციის ზრდისათვის საჭირო ცოდან და უნარი. პროგრამის საბოლოო მიზანია მომზადდეს ბაკალავრი, რომლის ცოდნა და კომპეტენცია ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დარგში მისცემს მას შაშუალებას არა მარტო დასაქმდეს შესაბამის ტექნოლოგიურ სფეროში, ან ჰქონდეს საკმარისი საფუძველი მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისთვის, არამედ მზად იოს საკუთარი სწავლისა და თვითგანვითარების მიმართულებს განსაზღვრისათვის ცვლად და გაუთვალისწინებელ ვითარებაში
- ზოგადი/ტრანსფერული უნარ-ჩვევები. პროგრამის დამთავრების შედეგად სტუდენტმა უნდა შეძლოს დასმული კონკრეტული ამოცანის ანალიზის შედეგად ამოირჩიოს მისი ამოხსნის კონკრეტული მეთოდი, მოახდინოს ამ მეთოდის შესაბამისი ექსპერიმენტალური/გამზომი ხელსაწყოების და პროგრამული უზრუნველყოფის იდენტიფიკაცია და მათი მეშვეობით პრობლემის გადაჭრა. მიღებული შედეგები გააანალიზოს და აღწეროს ზუსტად და ლაკონურად.
|